კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
22 სექტემბერის ანონსი
ანონსი

10:30 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო ბურჯანაძის დაშლილი ფრაქციიის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მაჟორიტარი კანდიდატების გამოწვევა დებატებში.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს.

თემა: პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამები ეკონომიკისა და დასაქმების მიმართულებით რეკომენდაციები.

მის: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემაზე "შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის გარდაქმნის პერსპექტივები" საჯარო შეხვედრას გამართავს.

11:00 საათზე “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ თბილისის ცენტრალურ ოფისში ვეტერანებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 995 593 32 99 91

22 სექტემბერს, 11:00 საათზე, საარჩევნო ბლოკი "ჩვენები - სახალხო პარტიის” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ქეთევან წამებულის N13 (მეტრო „ავლაბართან“, სომხური თეატრის მოპირდაპირედ)

საკონტაქტო პირი მეგი ზურაბიანი - 599103539

11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქალაქო სამსახურების მუშაობა; ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარება; საარჩევნო გარემო და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მონაწილეობა კამპანიაში; 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის "HUB GEORGIA"-ს წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. ვასო ურუშაძე, გიორგი კოდუა და პაატა ცაგარეიშვილი ისაუბრებენ პოლიტიკური პარტიების ხედვასა და დამოკიდებულებაზე სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით - რა არის პოლიტიკური პარტიების ხედვა და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად რეგიონში.

11:30 საათზე, ”პირველის პრესკლუბში” თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია და "აფბას" ხელმძღვანელო შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ეკონომისტების მიზანმიმართული დევნა.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში „ზვიად გამსახურდია - უფლის გზა“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ლურსმანაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო პროგრამის წარდგენა.

12.00 საათზე, სასტუმრო ”ბილტმორში” მარკეტინგის ფორუმი - 2016 გაიმართება.

12:00 საათზე, ოპერის თეატრის წინ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა რურუას პრესკონფერენცია გაიმართება.

12.00 საათზე, პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შშმ ქალთა, სტუდენტების, დევნილთა და ეროვნულ უმცირესობათა პრობლემები. მის: ქინქლაძის ქ. #1/2 (ყოფილ მალაკნების მოედანთან)

12:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც ორგანიზაცია შეაფასებს საქართველოს მედია გარემოს 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე.

მის: აღმაშენებლის გამზ. # 61

12:00 საათზე, “მარშალპრესის“ პრეს–კლუბში, “პატრიოტთა ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: 26 მაისის საქმე, მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები

მის: მაჩაბლის ქ. #7

საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00 საათზე დიღმის საძმო სასაფლაოზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

მის: დიღმის საძმო სასაფლაო

საკონტაქტო პირი თეა ბოგვერაძე - 595530021

12:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისმინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი იანუშ ჰერმანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის.

14:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, პროექტ „კოტე მახარაძე 90“-ის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლებთან, მის კოლეგებთან და მეგობრებთან კოტე მახარაძის 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართება.

18:00 საათზე, ”პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ნაძალადევის 17 ოლქის მაჯორიტარობის კანდიდატი ლალი მოროშკინა მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

მის.: სააკაძის ქუჩისა და ხევსურეთის ქუჩის კვეთაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ვიზიტი პროგრამა

11:00-11:45 შეხვედრა პარტიის - “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში.

12:00-12:45 შეხვედრა პარტიის - “ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში.

14:45-15:30 შეხვედრა პარტიის - “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში.

15:45-16:30 შეხვედრა პარტიის “უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში

16:45-17:30 შეხვედრა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში.

17:45-18:30 შეხვედრა ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან; პარტიის ოფისში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები