11 ივლისის ანონსი
ანონსი
10:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარლამენტის წევრი ანი
მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.
11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პატიმრის დედა ნინო გოგლიძე
ბრიფინგს გამართავს.
11:00 საათზე - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში ცენტრალური
არქივის მშენებლობას დაათვალიერებს.
მის: ქუთაისი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია
11:30 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია ჭაბუა ამირეჯიბის
გამზირსა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვის
დამცავი ბადეების მონტაჟის დასკვნით სამუშაოებს
დაათვალიერებს.
საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა
ადვოკატების“ იურისტი მარიამ სვიმონიშვილი ბრიფინგს
გამართავს.
თემა: საქართველოს მერვე მოწევის პარლამენტის საქმიანობა და ხარჯვითი
ნაწილის შესახებ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენა;
12:00 საათზე - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის
რეფორმის შესახებ გამგებლებთან შეხვედრას გამართავს.
მის: ქუთაისი, იუსტიციის სახლი
12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, გაიმართება
პრესკონფერენცია გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო
არტისტის,თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნასა და გალა-კონცერტთან
დაკავშირებით.
მის: რუსთაველის გამზ. N25
12:00 საათზე - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში,
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების
ინსტიტუტი“ გამართავს საზოგადოებრივი მონიტორინგის მოდელის
პრეზენტაციას .
მის: ჭოველიძის ქ. N10
13:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პროფესიული განათლების
პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი და ჟურნალისტთა კავშირის
თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია ბრიფინგს გამართავენ.
თემა: მიმართვა პრეზიდენტს, დაადოს ვეტო კანონპროექტს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის შესახებ.