ანონსი
09:00 საათზე - სასტუმრო
„რედისონში“, პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში მე-10
საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - „კოლხიდა 2016“
გაიმართება.
საკონტაქტო პირი: თამარ სიფრაშვილი 591 97 37 31
09:30 საათზე - სასტუმრო Continent Cron Palace-ში, საერთაშორისო
სემინარი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,
თბილისის მერიის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების
სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს,
საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკური საბჭოსა და სხვადასხვა
სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ხეივნის ქუჩა 12-13
10:00 საათზე - CSR კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „რუმს თბილისში“
კონფერენცია თემაზე - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის
წესრიგი საქართველოში” გაიმართება.
11:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
მედიისთვის კვლევის - "ავტომობილით დედამიწის გარშემო" პრეზეტაციას
გამართავს.
მის: ჯ. კახიძის ქ. #15, საია-ს სასემინარო დარბაზი.
11:00 საათზე - ჯანდაცვის პრესკლუბში, ახალი პოლიტიკური ცენტრის -
„გირჩის“ დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი პარტიის წინასაარჩევნო
ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაციას გამართავს.
მის: მერაბ ალექსიძის 8, გაუ (ქართულ-ამერიკული
უნივერსიტეტი)
საკონტაქტო ნომერი: 568 27 24 24
11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „მრეწველობა გადაარჩენს
საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს.
11:00 საათზე - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიფინგს
გამართავს.
თემა: სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშთან დაკავშირებით
პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება
მის: ნ. რამიშვილის #6
11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული
მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს
გამართავს.
12:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და
მერაბ ჩიქოვანი წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ბუღლატერის, თამარ
ფხოველიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას
გამართავენ.
12:00 საათზე - დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტში, საქართველოს წითელი
ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკის სამედიცინო ტექნიკით
უზრუნველყოფის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება,
რომელიც იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების
პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა.
12:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში "მემარცხენე
ალიანსის" გორის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი დავითაძე
ბრიფინგს გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
ისაუბრებს.
მის: კოსტავას ქ. 68 / საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700
642
13:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის
წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით საგანგებო
პრესკონფერენციას გამართავენ, რითაც ორგანიზაცია მოითხოვს,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და პოლიციის
აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი დაჯარიმდეს.
14:30 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
გაიმართება.
15:00 საათზე - დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის
2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა
მოეწყობა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული
დაესწრება.
მის: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
15:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართება.
15:00 საათზე - პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის
ფორმატის შეხვედრა - „აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი”
გაიმართება.
მის: ოთარ ჩხეიძის 5 (ე.წ. ყოფილი შანხაის მიმდებარე
ტერიტორია).
საკონტაქტო პირი: გიორგი ლეონიძე 598 111 321
20:00 საათზე - ჩინელ აკრობატთა დასი Tianjin Beauty Arts Troupe,
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში წარმოდგენას
გამართავს.
მის: ოდისეი დიმიტრიადის N1.