5 ივლისის ანონსი
ანონსი
09:00 საათზე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური
სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი, მე–11
პავილიონი
11:00 საათზე - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ტრანსპორტის
საკითხებზე მომუშავე პლატფორმის ააიპ „HUB Georgia”-ს პრეზენტაცია
შედგება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240. კახა ბენდუქიძის
საუნივერსიტეტო კამპუსი, III სართული. საკონფერენციო დარბაზი N 200
აუდიტორია
11:00 საათზე - შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულის
პრევენციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კლიპის პრეზენტაცია
გაიმართება.
მის: ნოე რამიშვილის 38 (ყოფილი კახეთის
გზატკეცილი).
11:00 საათზე - ახალი კარდიოლოგიური კლინიკა ,,თბილისის გულის ცენტრი”
გაიხსნება. ცერემონიას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. №83/11
12:00 საათზე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია
დაიხურება.
მის: თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის
დარბაზი, მე–11 პავილიონი
12:00 საათზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში,
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტ „ქობულეთი -
ტოლერანტობის ქალაქი“ ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული და
წარმატებული თემის ავტორების დაჯილდოება და სპეციალური კრებულის
პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი #141
საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202
13:00 საათზე - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის
საგამოფენო სივრცის მშენებლობას გაეცნობა და მიმდინარე სამუშაოებს
დაათვალიერებს.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი #1 / პეკინის გამზირი#40, საქართველოს
ეროვნული არქივი.
13:00 საათზე - მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის
ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე
ჯეჯელავა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს
შეხვდება.
მის: კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
(ადმინისტრაციული კორპუსი)
13:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ)
ინიციატივით, სწავლების აქტუალური საკითხების შესახებ, საჯარო
სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და
ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლების
კონფერენცია შედგება.
მის: კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე–3
სართული.
15:00 საათზე - Rooms Hotel Tbilis-ში, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი
დემოკრატები“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ.
ამასთანავე, გაიმართება პარტიის საარჩევნო სლოგანის და ახალი
ლოგოტიპის პრეზენტაცია.
საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91
19:00 საათზე - ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით
„ბოშები“გაიხსნება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიხეილ გიორგაძე დაესწრება.