კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
24 ივნისის ანონსი

10:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმი გაფორმდება.


11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყურშიტაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ვინ აფინანსებს მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

11:00 საათზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და პირველადი პროფკავშირი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გაიმართება.

11:00 საათზე - ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ახალგაზრდული კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო 2016“ გაიხსნება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

11:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი დახურულ დაწესებულებებში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობას შეაჯამებს.

11:00 საათზე - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის მე-5 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. გამოსაშვებ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
მის: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N51
საკონტაქტო პირი: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66

11:00 საათზე - ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება გაიმართება.
მის: დაბა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი
საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 577 39 30 07

12:00 საათზე - „საზოგადოებრივ პრესკლუბში" "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი და დევნილი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს და ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას მოითხოვს.
მის: კოსტავას ქ. 68
საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

12:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი 595 52 11 52

12:00 საათზე - დეველოპერული კომპანია m2 თამარაშვილის ქუჩის №6-ში (შესასვლელი ვაკე-საბურთალოს გამგეობის მხრიდან) ახალ საცხოვრებელ კომპლექსს გახსნის.

12:00 საათზე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მიაწვდიან.
საკონტაქტო პირები: ხათუნა პაიჭაძე 591 41 05 45; ილონა ხვიჩია - 591 70 54 81

12:30 წუთზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პოლიტიკური საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო კამპანიის დაწყება.

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „პატრიოტათა ალიანსის“ პოლიტსაბჭოს წევრები გიორგი მაღლაკელიძე და ვაჟა ოთარაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თეთრიწყაროს რაიონში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დეტალურად ისაუბრებენ და მუხრანში პლაკატის დაჭრის ფაქტი.

13:00 საათზე - კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვებიან.

13:00 საათზე - სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული სამხედრო სწავლებას ჩაატარებს. სამხედრო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
მის: სენაკი, II ქვეითი ბრიგადა

14:00 საათზე - რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ყრილობა ჩატარდება და საიდუმლო საცავებიდან ამოღებული უნიკალური ფოტოსურათების პირველი გამოფენა მოეწყობა.

14:00 საათზე - პარტიის ოფისში „თავისუფალი დემოკრატების“ ბრიფინგი გაიმართება.

14:30 საათზე - თბილისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

17:00 საათზე - კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
მის: გობრონიძის ქ.N27
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე 577 399 280, ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03

19:00 საათზე - მამა ლაზარე დულუზაურის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ბულაჩაურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მრევლის პოეზიის საღამო - „პოეტები საქართველოსთვის“ გაიმართება.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები