|
|
|
08.02.2010
პრეზიდენტი "სპეციალურ რეპორტაჟში" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულ გადაცემა ~სპეციალურ რეპორტაჟს~ გამოეხმაურა, რომელიც რონალდ ასმუსის წინგის ~პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო~-ს მიხედვით მომზადდა.
პრეზიდენტის თქმით, იგი გაოგნებულია, იმდენად კარგადაა აღწერილი ასმუსის წინგში ის, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხდებოდა. მისი განცხადებით, წიგნში ბევრი ისეთი რამ ირკვევა, რაც აქამდე თავადაც არ იცოდა, კერძოდ, რაც ამერიკაში ხდებოდა.
~მაგალითად ის, რომ მიდიოდა სერიოზული დავა, დაებომბათ თუ არა როკის გვირაბი, ამის მომხრე იყო ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის რაღაც ნაწილი. ახლა ბევრად უფრო ნათლად ირკვევა, საქართველოს სიმტკიცემ რას გადაგვარჩინა, იმ სიმტკიცემ, რომ არ მოვაწერეთ ხელი იმ კაპიტულანტურ მე-6 მუხლს. კოსოვიზაცია უნდა მოგვეხდინა საკუთარი ხელით აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ასმუსის წიგნში კარგადაა აღწერილი და ასევე ზუსტად მოხდა ამ ყველაფრის აღწერა ტელეგადაცემაში.
~სპეციალური რეპორტაჟი~ ეთერში 6 თებერვალს გავიდა. გადაცემაში წინგ ~პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო~-ს მიხედვით ის სცენა იყო რეკონსტრუირებული, რომელშიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჯორჯ ბუშთან ერთად, ომის დროს საქართველოს დახმარების გზებს განიხილავდნენ.
სცენის მიხედვით, ერთ-ერთ ვერსიად ამერიკის მხრიდან როკის გვირაბის დაბომბვაც განიხილებოდა, თუმცა, მსჯელობის შემდეგ ამერიკელები საქართველოში ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, როგორც გადაცემაში აღინიშნა, ასმუსის წიგნში მოცემულია დეტალები, რომელიც ომის დროს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და საქართველოს პრეზიდეტნის მიხეილ სააკაშვილის, ასევე, სერგეი ლავროვისა და კონდოლიზა რაისის სატელეფონო საუბარს შეეხება. ასევე დეტალები, საქმეში ევროპისა და სარკოზის ჩართვასთან და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით.
"InterPressNews"






