|
|
|
08.02.2010
პავლე კუბლაშვილი: "ძირეული ცვლილებები მტკივნეულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ ვითარებას შევეგუოთ!"
დეპუტატი პავლე კუბლაშვილი საქართველოში მიმდინარე ძირეული რეფორმების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ "ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა გრძელდება!" "საქართველოში რეფორმები გაგრძელდება! ძირეული ცვლილებები მტკივნეულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ ვითარებას შევეგუოთ!", - განაცხადა კუბლაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი გამოსვლისას საქართველოში უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
""პირWელი"






