LIVE
dgis programa
amindi amindi amindi amindi teleschool
<<
სექტემბერი 2010
>>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
RSS
მაესტროს RSS

08.02.2010

პატრიარქმა მიუნხენში გეგმიური მკურნალობის კურსი დაასრულა

 

კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში გერმანიიდან 12 თებერვალს დაბრუნდება.
    როგროც `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოში გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან 12 თებერვალს, ჩარტერული რეისით დაბრუნდება. საპატრიარქოში უწმინდესის დაბრუნების ზუსტ დროს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
    პატრიარქმა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმიური სამედიცინო-პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაასრულა და თავს კარგად გრძნობს. საპატრიარქოს ინფორმაციით, გერმანიაში ვიზიტის დეტალებზე უწმინდესი განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავად გააკეთებს. პატრიარქი მარხვის დაწყებამდე, შენდობის დღეს, ტაძარში იქნება.
    უწმინდესი საქართველოდან გერმანიაში 28 იანვარს გაემგზავრა.

 

"InterPressNews"

solo