LIVE
dgis programa
amindi amindi amindi amindi teleschool
<<
სექტემბერი 2010
>>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
RSS
მაესტროს RSS

08.02.2010

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს უკრაინაში კონტაქტი ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბებთან აქვს

 

საქართველოს უკრაინაში კონტაქტი ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბებთან აქვს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
 მისი თქმით, საქართველოს მეგობრები ორივე კანდიდატის შტაბებში ჰყავს. ~საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ყველა შემთხვევაში საქართველო დარჩება უკრაინის მეგობრად, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენს ინტერესებშია უკრაინა იყოს ძლიერი, შემდგარი და ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფო~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 სააკაშვილმა შედარებისთვის რამდენიმე რეიტინგი მოიყვანა. პრეზიდენტის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში 2004 წელს იყო 890 აშშ დოლარი, ხოლო უკრაინაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო. მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2930 აშშ დოლარია, ხოლო უკრაინაში - 2700 აშშ დოლარი.
 ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ბიზნესის კეთების, დაბალი გადასახადების, კორუფციის დონის და სხვა მაჩვენებლების თვალსაზრისით.
 ~ჩვენ ვიყავით უკრაინაზე ორჯერ ღარიბი ქვეყანა, ამ ხუთ წელიწადში რაღაცნაირად მოსახვევში გავუსწარით უკრაინას და გავედით წინ~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს იმის შედეგია, რომ უკრაინაში ვერ მოხერხდა ერთობის შექმნა სამთავრობო ჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია საქართველოსთვის.
 ~მთელი წლები გავიდა მუდმივ ქიშპობაში, მუდმივ დაპირისპირებაში არა მხოლოდ სამთავრობო გუნდს შორის, არამედ მუდმივ რიგგარეშე არჩევნებში, მუდმივ კრიზისებში, ქუჩის აქციებში და არეულობებში, შედეგად, მივიღეთ ის, რაც არის მაგალითად კორუფციის თვალსაზრისით ჩვენი სიტუაცია~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 მისი თქმით, კორუფციის მიმართულებით პროგრესის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო უკრაინა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა.

 

"InterPressNews"

solo