|
|
|
08.02.2010
კიდევ ერთი არჩევნები ძია სემისთვის ცუდად წარიმართა
უბრალოდ ელოდეთ ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს, თუ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთს იმედს გაუცრუებს.
ეს გაყალბებაა. ასე განაცხადა იულია ტიმოშენკომ უკრაინის გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დამარცხებულმა კანდიდატმა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ტიმოშენკო თავის მეტოქეს ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნების გაყალბების მცდელობის შემთხვევაში უკვე აფრთხილებდა "ისეთ წინააღმდეგობაზე, რომლის მსგავსიც მას მანამდე არ უნახავს". "თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ხალხმა პატიოსნად გამოხატოს ნება და ვერ მივიღებთ პატიოსან შედეგებს, ჩვენ ხალხის მობილიზებას მოვახდენთ" - განაცხადა მან - "მე ამაში ეჭვი არ მეპარება".
და ახლა როდესაც მან მართლაც წააგო ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპროტესტო გამოსვლებისთვის, რომელთა მეშვეობითაც მისი მხარდამჭერები დღეების და შეიძლება კვირების განმავლობაში შედეგების ანულირებას შეეცდებიან.
დეჟა ვუ-ს განცდა გაგიჩნდათ? რაღა თქმა უნდა. ჩვენ ეს სულ ცოტა ხნის წინ გავიარეთ.
2000 წელს თვითმარქვია "დემოკრატიულმა" ოპოზიციამ იუგოსლავიაში განაცხდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი ისეთი შედეგი, რომელიც მმართველი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის დამარცხებას პირველივე ტურში არ დაადასტურებდა, გაყალბება იქნებოდა და ისინი ქუჩაში გამოვიდოდნენ. და მათ ეს გააკეთეს კიდეც. დაიწყო "ბულდოზრების" ე.წ. რევოლუცია, პარლამენტი ცეცხლში მოექცა და მილოშევიჩმა ძალაუფლება დაკარგა.
2009 წელს ირანის "მწვანე" ოპოზიციამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც მმართველი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჯადის გამარჯვებას აღიარებდა, თაღლითობა იქნება და ისინი ქუჩაში გამოვიდოდნენ. მათ სწორედ ეს გააკეთეს.
აქამდე აჰმედინეჯადის ჩამოგდება ვერ მოხერხდა, მაგრამ საპროტესტო ტალღამ ის სერიოზულად დაასუსტა.
საერთო იუგოსლავიის, ირანისა და უკრაინის "დემოკრატიულ" ოპოზიციებს ის აქვთ, რომ ისინი აშშ-ს რჩეულნი არიან. უკრაინაში იულია ტიმოშენკომ შესაძლოა ცოტათი შეცვალა თავისი ერთ დროს გააფთრებული ანტი-რუსული პოზიცია, მაგრამ უეჭველია, რომ აშშ-ს 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის თანალიდერი, ნატოსთან ინტეგრაციის მომხრე ურჩევნია მის ოპონენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და თავისი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტი სურს.
ოპოზიციას შეუძლია განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების დათვლამდეც კი გააკეთოს, რადგან იციან, რომ მათ პოზიციას აშშ და მისი უახლოესი მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი დაუჭერს მხარს. მათ ისიც იციან, რომ მეინსტრიმული დასავლური მედია მათ სიმპათიით წარმოაჩენს მათ, როგორც "დემოკრატებ", ხოლო მათ მეტოქეებს " მატყუარებსა და თაღლითებს უწოდებს.
მაგრამ როგორ უნდა უწოდო დემოკრატიული იმას, როდესაც ერთი მხარე აცხადებს, რომ მეორე მხარის მოგება თაღლითობა იქნება. გამარჯვებას ყოველთვის ადგება ჩრდილი მაშინაც კი თუ საარჩევნო გაყალბების არც ერთი ხელშესახები მტკიცებულება არასდროს გამოჩნდება.
დასავლური ქუჩის პროტესტის ოპონენტები ასეთი დილემის წინაშე დგებიან - მათ ან უკან დაიხიონ და ძალაუფლება დაკარგონ (ისე, როგორც მილოშევიჩმა 2000 წელს), ან დაარბიონ საპროტესტო გამოსვლები ისე, როგორც ეს ირანის რეჟიმმა გააკეთა და "საერთაშორისო საზოგადოების" გმობა დაიმსახურონ.
აშშ-ს ფავორიტი მხარის განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ მეინსტრიმული დასავლური მედიის მიერ ძირითადად თავისუფლად გადაიცემა. მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთის აზრით გაიმარჯვა "არასწორმა მხარემ", ჩვენ ავტომატურად არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი მნიშვნელოვან გაყალბებას.
გასული წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ CIA-ის ყოფელმა საველე ოფიცერმა და ირანის ექსპერტმა რობერტ ბეერმა, ადამიანმა, რომელსაც ძნელად დასდებ ბრალს აჰმედინეჯადის მომხრეობაში, Time-ისთვის დაწერა სტატია, რომელიც ასე იყო დასათაურებული "არ იფიქროთ, რომ აჰმედინეჯადმა მართლაც წააგო". ამ სტატიაში ის დაუპირისპირდა დომინანტურ დასავლურ ნარატივს, რომლის თანახნადაც თეირანში უკანონო სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.
ბეერი აღნიშნავდა, რომ "არჩევნების წინ დასავლელების მიერ ჩატარებული სარწმუნო გამოკითხვამ აჩვენა, რომ აჰმედინეჯადს იმ 63 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი ჰოქნდა, ვიდრე მან სინამდვილეში მიიღო". ბეერმა დასავლური მედია იმაშიც დაადანაშაულა, რომ "ის ირანს იმ საშუალო კლასის, ინტელიგენციის ვიწრო პრიზმიდან ხედავს, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტზე, ამერიკულ მუსიკაზე და უფრო დიდი მაზობით ელაპარაკება დასავლურ პრესას".
ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც გაყალბებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ დავებზე მიდგება საქმე, დასავლეთის ორმაგი სტანდარტები თვალში საცემია. მექსიკის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ნეო-ლიბერლამა, ანტი-მემარცხენე და პროამერიკელმა ფელიპე ქალდერონმა 0.58 პროცენტით გაიმარჯვა.
მემარცხენე კოალიაციამ საარჩევნო უბნების 30 პროცენტზე მეტში დარღვევებზე განცხადება გააკეთა და მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო. მაგრამ ვაშინგტონმა პროტესტანტთა არგუმენტებს მხარი არ დაუჭირა და არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოება თითქმის არ გაშუქებულა მეინსტრიმულ მედიაში. რატომ? იმიტომ "საჭირო" მხარემ გაიმარჯვა.
ასევე მიექცა ნაკლები ყურადღება შესაძლო საარჩევნო დარღვევებს, როდესაც ფანატიკურად პრო-დასავლელმა "ვარდების რევოლუციონერმა" მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში ხმების ძნელად დასაჯერებელი 96 პროცენტი მოიპოვა.
მაგრამ როდესაც ალექსანდრე ლუკაშენკომ, მემარცხენემ და დამოუკიდებელი პოზიციის მოქნემ ბელორუსიაში ხმების 82 პროცენტი მიიღო, ცხადი იყო, რომ არჩევნები დადგმულია. დასავლეთმა ოპოზიციური კანდიდატის ალექსანდრე მილინკევიჩის პოზიციას დაუჭირა მხარი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ სულ ხმების 6 პროცენტი მოიპოვა, მთავრობის გადაგდებისა და ლუკაშენკოს სიკვდილისკენ მოუწოდებდა.
თუ თქვენ იმ მხარეს არ ხართ, რომელსაც ძია სემი უჭერს მხარს, როგორც ჩანს თქვენ არ მოგეცემათ არჩევნებში პატიოსანი და სამართლიანი გამარჯვების საშუალება. და როგორც ვიქტორ იანუკოვიჩმა შეიძლება აღმოაჩინოს, თქვენ უნდა მოემზადოთ ღამის ქუჩის პროტესტებისთვის, რომელთაც CNN და BBC მოემსახურება და მთელი მსოფილოს მასშტაბით გადასცემს.
ნილ კლარკი
"ForeignPress"






