|
|
|
08.02.2010
საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს "მთელი ქვეყნის გამარჯვებად" აფასებენ
ეუთო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს "მთელი ქვეყნის გამარჯვებად" აფასებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების თანახმად მიმდინარეობდა."მთლიანად უკრაინის" გამარჯვებად აფასებს არჩევნების მეორე ტურს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოა სოარეშიც, რომელიც უკრაინაში დამკვირვებლებს კოორდინაციას უწევდა. არჩევნების მეორე ტურს დადებითი შეფასება მისცა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამაც. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის სხვაობა მხოლოდ 2%-ია.
"პირWელი"






