ნონა გაფრინდაშვილის მორიგი გამარჯვება

ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ქართვლემა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა ჩეხეთში

გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის. მათ შორის ზედიზედ მესამედ გახდა ოქროს მფლობელი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც.  ჭადრაკის დედოფლის ტიტულის მფლობელმა ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულა დააგროვა. სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი თამარ ხმიადაშვილი. მამაკაცთა  შორის ოქროს მედლის მფლობელი საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი ბაღათუროვი გახდა, ბრინჯაო კი ზურაბ სტურუამ მოიპოვა.

 

Print