სიახლეები
შს მინისტრის განცხადება

ქვეყანაში ქაოსის შექმნა, შეთქმულება და პროვოკაცია - შინაგან საქმეთა მინისტრი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გეგემებზე საუბრობს. ალექსანდრე ჭიკაიძემ ინტერვიუ გაზეთ ალიას მისცა და განაცხადა, რომ სააკაშვილს ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, შეიქმნას ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი. შესაძლოა ადგილი ქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. მინისტრის ინფრომაციითვე, სააკაშვილმა ამის შესახებ კონკრეტული დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს მისცა.

Print