სიახლეები
კონკურსი პედაგოგებისთვის
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარემ და ცენტრის დირექტორმა   პედაგოგებს,   კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.    საუკეთესო  პროფესიული   უნარებისა,   გამოცდილების მქონე      პედაგოგი    5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.   გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000   ლარი გადაეცემა.

Print