სოლიდარობის აქცია
მთავრობის კანცელარიასთან.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს , მხარდაჭერას უცხადებს. აფგან მუხთარლი თბილისიდან რამდენიემე დღის წინ გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ჟურნალისტი ბაქოშია დაკავებული და ამ დროისთვის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება . გაუჩინარებულის ოჯახის წერვები ყვებიან, რომ მუხთარლი, წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, რადგან პროფესიული საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. პარალელურად 11 არასამთავრობო ორგანიზცია განცხადებას ავრცელებს, საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და პროკურატურას საქმეზე დროული გამოძიების ჩატარებას სთხოვს.