ირაკლი კობახიძემ პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკისთან გამართა. მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძე პოლონეთის დედაქალაქში 17 დან - 20 მაისის ჩათვლით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობისათვის გაემგზავრა.