სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირები რომლებმაც დოლარში არსებული სესხების ლარში კონვერტაცია მოახდინეს დაზარალდებიან, რადგან ეროვნული ვალუტა მოსალოდნელზე მეტად გამყარდა. ფინანსისტები, იმასაც ვარაუდობენ, რომ ლარი გამყარებას შემდგომშიც განაგრძობს. ცნობილია, რომ გალარების პროგრამით 2 თვეში 5 000 მეტმა მსესხებელმა ისარგებლა.