სიახლეები
მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ქვეყნის მთავარ დოკუმენტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა ამჯერად სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან გაიმართა.

 


ახალციხეში  საკონსტიტუციო პროექტის პრეზენტაცია 4 საათს გაგრძელდა.  შეხვედრამ მნიშვნელოვანი დაძაბულობების გარეშე ჩაიარა, თუმცა იყო მცირედი ინციდენტი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მანდატურებმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი დარბაზიდან გაიყვანეს. დღევანდელ შეხვედრაზე ტრადიციულად, კითხვები დასვა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. ოპოზიცია კი  ცდილობდა მოესმინა არგუმენტები, რატომ არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი ხალხმა და რამდენად სამართლიანია, გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემა.

 

 

Print