სიახლეები
რეორგანიზაცია საჯარო უწყებებში
საჯარო უწყებებში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 2300 თანამშრომელი გათავისუფლდა.

 


12 სამინისტროს მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯი კი 55 მილიონ 300 000 ლარია. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა 39 მილიონი ლარი, შრომის ანაზღაურების ნაწილში ანუ, უმეტესად პრემიებისა და დანამატების შემცირების ხარჯზე დაზოგეს.  ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  ავრცელებს. კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ რამდენიმე თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოაქყვენა, საუბარია დადებით ტენდენციებზეც, მაგრამ საერთო ჯამში იურისტები ამტკიცებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი, ხარვეზებით მიმდინარეობდა. პრემიერი პრეტენზიებსა და შეფასებებს არაობიექტურს უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ”გაუფრთხილდა ადამიანს”

 

Print