სიახლეები
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია
ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებისთვის - ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა  პლატფორმამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.

საკმაოდ მასშტაბური კანონპროექტი  ლიბერალურია და მასში ყველა ტიპის  ნარკოტიკული საშუალების  მოხმარების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი.  პროექტის საბოლოო რედაქცია კანონპროექტზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე  წარმოადგინეს და ნარკოპოლიტიკაში ძირეულ ცვლილებები მოითხოვეს.

საპარლამენტო განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა კანონმდებლები კანონპროექტს უკვე იცნობენ. დეპუტატები თანხმდებიან, რომ  ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ლიბერალური მიდგომებით უნდა შეიცვალოს. კანონპროექტის პარალელურად, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს  „რესპუბლიკური პარტია“. პოლიტიკური გაერთიანება ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირების ამნისტიას ან პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ითხოვს. როგორ ფასდება კანონპროექტი და „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა.



Print