სიახლეები
მერაბიშვილისა და ადეიშვილის საქმე
აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და   ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მფლობელებს საწარმო იძულებით დაათმობინეს. 13 წლის შემდეგ თელავში მდებარე ქარხანა ძველ მესაკუთრეებს უბრუნდებათ.
Print