სიახლეები
პოლიეთილენის სოფელი
ახალი სამგორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.



სოფელი რომელიც დედაქალაქიდან არც ისე შორს, რუსთავთან მდებარეობს- ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. სოფელთან მდებარე ნაგავსაყრელის გამო ადგილობრივებმა გზა რამდენჯერმე გადაკეტეს და პრობლემის სხვადასხვა ფორმით მოგვარება უშედეგოდ იტხოვეს. ახალ სამგორში 1000-ზე მეტი კომლი ცხოვრობს. საქონელს საბალახოდ ვერ უშვებენ, ხეხილს ვერ იყენებენ და ვერც სასმელ წყალს მოიხმარენ, ნაგავსაყრელმა წყლის ავზიც დააბინძურა.
Print