ამერიკულმა გამოცემა '' ForeignPolicy“ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2018 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტაცია დაფინანსებას შეუმცირებს.
დოკუმენტის მიხედვით რომელსაც ამერიკული გამოცემა ავრცელებს, ფინანსური დახმარების შემცირება კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა პროცენტით შეეხება. კერძოდ თანხების შემცირება აზერბაიჯანში -100%ით, სომხეთი- 77,3 ხოლო საქართველოში -41,1 პროცენტით მოხდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების შემცირების პროექტს სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ რომ , გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნების შედარებითი ანალიზზე დაყრდნობით მიიღება და დაფინანსების შემცირების შემთხვევაში, ცვლილება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროექტებს არ შეეხება. უმცირესობა კი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეერთებული შტატები დაარწმუნოს, რომ ქვეყანა დემოკრატიული კურსით ვითარდება.