სიახლეები
დავით უსუფაშვილი მედიას ხვდება
პარლამენტის  ყოფილი თავმჯდომარე,  დავით უსუფაშვილი   ბრიფინგს მართავს.

უსუფაშვილი,  პოლიტიკური გეგმების შესახებ მიაწვდის საზოგადოებას  ინფორმაციას.  პარლამენტის  ყოფილი თავმჯდომარე, დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.
მისი თქმით, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით, ჩრდილოვანი მთავრობით, ალტერნატიული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით და  არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, პარტია ხელს შეუწყობს ისეთი ქვეყნის შენებას, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ.


 

Print