სიახლეები
კიბერდანაშაულთან ბრძოლა

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების საკითხზე  კონფერენცია მიმდინარებს  თბილისში.

ღონისძიება 5 დღიანია და  მასში 12   ქვეყნიდან ჩამოსული სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები მონაწილეობენ.

სემინარებს უძღვებიან ექსპერტები საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, რუმინეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურების, საგამოძიებო დანაყოფების და მონიტორინგის სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ სწაფად და ეფექტურად შეძლონ კიბერდანაშაულის გამოვლენა.

 

Print