სიახლეები
ჩიხშია თუ არა რუსულ-ქართული დიალოგი
საქართველოს მთავრობა აგრძელებს
არჩეულ კურსს რუსეთთან ურთიერთობაში
და ცდილობს, კონფლიქტის მშვიდობიანი
გზით დარეგულირებას, თუმცა ვითარება რომ ჩიხურია ამას ის ადამიანიც
ადასტურებს, რომელიც ჩრდილოელ მეზობელთან საკომუნიკაციოდ პრემიერის
სპეციალური წარმომადგენელია. ზურაბ აბაშიძე ხვდებოდა და კვლავ
შეხვდება სერგეი ლავროვის მოადგილეს, რომელიც სოხუმში თავადაც
არაერთგზის ყოფილა. კრემლის ქმედებების ფონზე- ოპოზიცია პრეზიდენტის
სპეციალური წარმომადგენლისგან პასუხებს ახლა კიდევ უფრო
აქტიურად ითხოვს.