სიახლეები
ავტოავარია თბილისში
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ორი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით
ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და მასში
სამი ავტომობილი ფიგურირებს. ექიმის ინფორმაციით,
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში განმარტავენ, ერთმანეთს ”ბე ემ
ვეს” და ”მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შემდეგაც
ერთი ავტომობილი შსს-ს ავტომობილს შეეჯახა. მომხდართან
დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე
მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.