
თამბაქოს მოხმარების კანონი
ჩილიმ ბარებზეც შეიძლება გავრცელდეს.
ასეთია კანონის ავტორების სურვილი,
თუმცა პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, გუგული მაღაძე აცხადებს, რომ
ჩილიმ ბარების და კაზინოების საკითხი, ამ თემასთან
მიმართებაში ცალკე განხილვის საგანია და გადაწყვეტილება უახლოეს
მომავალში გახდება ცნობილი.
ჩილიმ ბარების მეპატრონეები კი, ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და
აცხადებენ, რომ ტურისტების კომფორტზე გათვლილი კანონი რეალურ სურათს
ვერ ასახავს, რადგან სწორედ ტურისტები არიან ჩილიმის ყველაზე დიდი
მომხარებლები.