ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებს ვენეციის კომისია
შეისწავლის.
ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემა, ქვეყნის პირველი
პირის არჩევის წესი და პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ეს ის
ძირითადი საკითხებია რაზეც ვენეციის კომისის
დელეგაცია მსჯელობს. ექსპერტთა ჯგუფი უკვე შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს, აუდიენცია გამართეს
ადამიანის ძირითადი უფლებების, სასამართლო ხელისუფლების,
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი
დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან. დღის განმავლობაში დაგეგმილია
შეხვედრა საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ოთხივე სამუშაო
ჯგუფის წარმომადგენლებთან, შეხვედრებს ესწრება
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც
აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლება მოსილებასთან დაკავშირებით
დაგეგმილ ცვლილებებზე - კომისიის წევრებს არასწორი
ინფორმაცია მიაწოდეს და დღევანდელი
შეხვედრების ერთერთი მთავარი განსახილველი
საკითხი სწორედ აღნიშნული თემააა .