სიახლეები
ოპოზიციის მოთხოვნა
15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიისაგან
2017 წლის 15 აპრილამდე  კონსტიტუციური რეფორმის რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოქვეყნებას ითხოვს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ოპოზიციური პარტიების არც ერთი წინადადება და შენიშვნა არ გაიზიარეს.  15 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას,  ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას ითხოვს.

Print