სიახლეები
ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელი დაათვალიერა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრ
ახალგაზრდებთან
ერთად დღეს ბრიუსელის ქუჩებში,
ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა. ახალგაზრდებმა პრემიერთან
საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა პირველად იმყოფება ევროპაში
და მათი პირველი მოგზაურობა ისტორიულ მოვლენას დაემთხვა.
ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც
შეუერთდნენ. სტუდენტებმა პრემიერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები
გადაიღეს.