სიახლეები
ტყიბულში მეშახტე მოკლეს
მკვლელობა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან მეშახტე მოკლეს.
მამაკაცს  იმ დროს ესროლეს, როდესაც ის შახტის ეზოში შედიოდა. როგორც თვითმხილველებმა „კონტაქტთან“ საუბრისას განაცხადეს  მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს მეშახტე გარდაცვლილი დახვდათ.

"მაესტრო" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის განმარტებით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.

Print