სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში
ავლაბარში წუხელ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.


ბარათაშვილის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი, სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

Print