ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის
მეორე დღე.
დილიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც საქართველო ლატვიის ურთიერთობებსა და პოლიტიკურ საკითხებზეც განცხადებები გააკეთეს. რაიმონდს ვეიონისი საქართველოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან ერთად იმყოფება. ხვალ პრეზიდენტებს დაგეგმილი აქვთ საოკუპაციო ხაზის მონახულება. ლატვიის დელეგაცია საქართველოს 30 მარტს დატოვებს.