თბილისში, კანდელაკის ქუჩის
ორ ნომერში მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი
მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს სავარაუდოდ მამას და შვილს სცემეს. რესტორანში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთ ადამიანს მსუბუქი ჭრილობა ხელის არეში დანით აქვს მიყენებული, მას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.