
"არავის უნდა შერჩეს ძალიან მძიმე
პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს
ატარებდა"
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა
მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება
გრძელდება და კანონის ფარგლებში დაისჯება ყველა ვინც
სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა. პრემიერმა მადლობა
გადაუხადა სამართალდამცველებს.