სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია
115“-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი
დატოვა.
ეს გადაწყვეტილება მათ - მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ის ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელსაც “აუდიტორია 115” ითხოვდა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ბრძოლა თანასწორობისთვის კვლავინდებურად გრძელდება. „აუდიტორია 115“ - მა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მაოთხოვნით, თსუ-ს მე-6 კორპუსი გასული წლის 24 ნოემბერს დაიკავა.