სიახლეები
ბაქრაძის გამოსვლა სენატში

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტაბებში  სენატორების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

დავით ბაქრაძემ  ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და ისაუბრა  ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

სიტყვით გამოსვლის დროს, დავით ბაქრაძე, სენატორებს ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზეც ესაუბრა.

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტაბებში, არაღიარების პოლიტიკის კუთხით,  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, შეერთებული შტაბების, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

Print