სიახლეები
საპროტესტო აქცია ავტობანზე

ანაზღაურების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება

დილიდან სამტრედია- გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

მუშები ასევე მოითხოვენ,  ხელფასების დროულად დარიცხვასაც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ მათ ანგარიშებზე  ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი დაირიცხა.

დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებების გადახედვას და გაფორმებას მოითხოვენ. სამშენებლო კომპანია „ალტკომის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე დაირიცხა, დარჩენილი დავალიანება კი, მალე ანაზღაურდება. ასევე განმარტავენ, რომ ხელშეკრულებები დასაქმებულებთან დადებულია და სამუშაო პირობებიც შესაბამისია.  ამ დროისთვის აქციის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

Print