საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აქცია გამართა. აქციას როგორც მაუწყებელში მოქმედი ორი პროფკავშირის, ისე რკინიგზელთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი მის გათავისუფლებას არაკანონიერად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა. ლაშა მესხი საზოგადოებრივ მაუწყებელს ორდღიან ვადას აძლევს, რათა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც საპროტესტო აქციების სახით, ისე სამართლებლივი კუთხით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.