"ჩემი ფოტო ძველ
ბათუმში"
სოციალური კამპანია ზღვისპირა ქალაქში დაიწყო. აქციის მიზანი ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება და ტერიტორიისთვის ისტორიული ზონის სტატუსის მინიჭებამდე მშენებლობებისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემის შეწყვეტაა. სოციალური აქციის წამოწყებამდე საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი"-ს წევრები მერს, შეხვდნენ და ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებამდე, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.