ფრაქცია "საქართველოს
პატრიოტების" ლიდერი და ვიცე- სპიკერი ირმა ინაშვილი "ქართულ
ოცნებასა" და "ენმ"-ს თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
განცხადება ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა - "ქართულ ოცნებასა" და ყოფილ და ამჟამინდელ "ნაციონალურ მოძრაობას" შორის "ახალი კოაბიტაცია" - ახალი მუტანტი გაჩნდა" განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, მისი გაღიზიანების მიზეზია ის, რომ ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ იქმნება და ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია - ჯგუფში კვოტა აითვისოს.ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" მიმდინარე კვირას დაგეგმილ რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.