
ბათუმში ხანძრის შედეგად
დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად
მძიმეა.
ექიმის განმარტებით,
დამწვრობის ცენტრში შესულ ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 80
%-იანი დამწვრობა აღენიშნება, შემთხვევა ბათუმში გუშინ
ღამით მოხდა. ხანძარს, ღამის კლუბში 70 წლის ქალის სიცოცხლეც
ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი კონდენციონერიდან
გაჩნდა. შენობაში იმ დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანი
იმყოფებოდა.