სიახლეები
ჯანელიძე საფრანგეთში

საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს

და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგასაც, სიტყვით გამოვა ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  უკვე მოინახულა ლევილის მამულიც.

 

Print