შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კომენტარს აკეთებს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მათ გასათავისუფლებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. საკითხზე კომენტარი, საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომხდარს გმობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს.