დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში,
სოფელ ზედა განთიადში თამაზ
გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 5 სულიანი ოჯახის 4 წევრი. მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს
შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ოჯახის უფროსი თამაზ
გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ნანგრევებიდან ამოიყვანეს 21 წლის ლადო გორგაძეც. რომელიც ბეტონის მასის ქვეშ იყო მოყოლილი. ადგილზე იმყოფება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები.