სიახლეები
„ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი იგეგმება
ვერცხლით მოვაჭრეები შენობაში შესვლას და საკუთარი პროდუქციის ნახვას ისევ ითხოვენ.
თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ .  მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ. შენობაში დღეს რამდენიმე ცეცხლის კერა ისევ გაღვივდა , ადგილზე აალების საშიშროება კვლავ რჩება. ტეროტორია უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  სპეციალისტებმაც შეისწავლეს , შენობის ნაწილის დემონტაჟი გარდაუვალია.
Print