სიახლეები
ქართული ოცეულის გამგზავრება აფრიკაში
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ოცეული ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში ჩაერთვება. ოცეული ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იქნება.  ქართული კონტინგენტი,  კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა  „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

Print