პოლიციის მაიორი შსს-ს მოქმედ
მაღალჩინოსნებს ბრალდებებს უყენებს.
საპატრულო პოლიციის აეროპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვახტანგ დადუნაძე თბილისის საპატრულო პოლიციის შეფს დავით მიქიაშვილს, საპატრულო პოლიციის დირექტორს, გოგა რაზმაძეს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზურაბ რუხაძეს დისკრიმინაციაში, სისტემაში არაჯანსაღი სიტუაციის შექმნასა და მმართველი გუნდის მიმართ დადებითად განწყობილი თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებს. დადუნაძე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ამბობს, რომ ახლო მომავალში სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დადუნაძე და მასთან ერთად კიდევ 14 პოლიციის თანამშრომელი წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირების საფუძველზე გაათავისუფლეს. შსს მაღალჩინოსნის ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობს.