სიახლეები
რუსთაველზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა
ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების მიმართულებით
მმართველი გუნდი საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით,    შსს-მ  გამოძიება  დაიწყო.  ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი, სამართალდამცველებმა მოწმის სახით უკვე დაკითხეს. მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით დანიშნულია  ავტო ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზეც,  დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდება  კანონის შესაბამისი ღონისძიებები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
Print